საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება სწავლის დაწყებამდე გაგრძელდება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 11:50
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება სწავლის დაწყებამდე გაგრძელდება

ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყობთ ჩვენს პატარებს საკვები პროდუქტებით, რომ მშობლებს მიეცეთ საშუალეაბა ის რაციონი, რაც ბაღში უნდა მიეღოთ, მიირთვან საკუთარ სახლში, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება სწავლის დაწყებამდე, 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს კომუნიკაცია და გაწერილი გვაქვს დროების მიხედვით, რომ იქ რიგები არ იყოს, თუ რომელი მშობელი რომელ საათზე უნდა მივიდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება 15 სექტემბერს დაიწყო.