თბილისის მთავრობის სხდომაზე ბოტანიკური ბაღის სტრატეგიული განვითარების გეგმა დამტკიცდება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 12:35
თბილისის მთავრობის სხდომაზე ბოტანიკური ბაღის სტრატეგიული განვითარების გეგმა დამტკიცდება

თბილისის მთავრობა დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას დაამტკიცებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„​ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და ამავდროულად ბოტანიკურ ბაღს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ახალ, თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტი ქალაქის ისტორიაში პირველად მტკიცდება და დოკუმენტზე მომუშავეებს მადლობა გადაუხადა.