მარინა ეზუგბაია: ინფიცირების ძირითადი ნაწილი აჭარაშია, დანარჩენ რეგიონებში ლოკალიზაციისკენ მივდივართ
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 12:39
მარინა ეზუგბაია: ინფიცირების ძირითადი ნაწილი აჭარაშია, დანარჩენ რეგიონებში ლოკალიზაციისკენ მივდივართ

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გაძლიერებული ტესტირების გამო რაოდენობის ზრდის მოსაზრება რჩება. ახალი შემთხვევების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია. ახალ-ახალი წერტილები გაჩნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ აჭარაში არის ძირითადი ნაწილი. დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, მატება არც ერთ რეგიონში არ არის, ყველა რეგიონში მცირდება, თუ არ მცირდება იგივე მონაცემები რჩება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში COVID-19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.