თბილისის მერია დედაქალაქში ველომსვლელობას მოაწყობს
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 13:00
თბილისის მერია დედაქალაქში ველომსვლელობას მოაწყობს

„2002 წლიდან ევროპის ბევრი ქალაქი სექტემბერში აღნიშნავს მობილობის კვირეულს. ჩვენც გვინდა შევუერთდეთ ამ კვირეულს და დედაქალაქში კვირის ბოლოს ველოსიპედებით სეირნობა მოვაწყოთ, ამის შესახებ თბილისს მერმა კახა კალაძემ დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, ჩაერთოს ღონისძიებაში. ზუსტ დროს და ადგილს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

მისი თქმით, ნელ-ნელა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ფეხით და ველოსიპედით სიარული. „ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ეკოტრანსპორტი. დღეს თბილისში 650 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს ქალაქის რელიეფიდან და ქუჩებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.