„შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დაჭრა
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 15:50
„შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დაჭრა

არსებული ინფორმაციით, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა. „ქრონიკასთან“ საუბარში რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა მომხდარი ინციდენტი დაადასტურა, თუმცა მონაწილეთა ვინაობა არ დაასახელა.

„მე ინციდენტს არ შევსწრებივარ, თუმცა ვადასტურებ, რომ კავშირის შენობაში სროლა მოხდა. შენობაში მყოფი პირები მყისიერად დაუკავშირდნენ პოლიციას, მიმდინარეობს გამოძიება და მთელი პერსონალი ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაურებ. გადაყვანის მომენტში დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო“, - განაცხადა გოგებაშვილმა.

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტახნის წინ სროლა იყო. დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი.