ამირან გამყრელიძე: ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 15:52
ამირან გამყრელიძე: ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა

გაფართოებული ტესტირების დროს დღეს დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა, ეს ნიშნავს, რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ ადამიანებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტის მაჩვენებელი.

„დღევანდელი რიცხვით იანვრიდან PCR ტესტის რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, მილიონ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს 136 818 ტესტი, რაც გახლავთ ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ შუა ხაზზე ვართ და ეს ნიშნავს, რომ გაფართოებული ტესტირების დროს, დღეს დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა, ეს ნიშნავს რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ ადამიანებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც სწორედ გამოსავლის კარგი წინაპირობაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში COVID-19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.