ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი გასულია ყოველგვარ ზღვარს, თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა, იმ ფანტაზიის მიღმაა
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 17:57
ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი გასულია ყოველგვარ ზღვარს, თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა, იმ ფანტაზიის მიღმაა

უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე - ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა, იმ ფანტაზიის მიღმაა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მევენახეების სუბსიდირებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე საუბრისას განაცხადა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე - ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა, იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან - ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! რასაც კადრულობს და ცდილობს მოატყუოს, ამას არ მიიღებს ჩვენი ხალხი. ასე რომ, სამედიცინო კონსულტაციის დროა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და მევენახეებს სუბსიდირების გაზრდას დაჰპირდა.