გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გარდაცვლილის დედას დაკითხავენ
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2020 20:20
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გარდაცვლილის დედას დაკითხავენ

დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში ფეხბურთელის დედა, თამუნა შალვაშვილი დაიკითხება. ინფორმაციას ამის შესახებ, პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი ავრცელებს.

როგორც გუგუტიშვილი აცხადებს, თამუნა შალვაშვილი ბრალდების მხარის სიაში იყო და ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა სასამართლოში გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოესმინა.

“დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა, აღნიშნული ქალბატონი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი მათ შორის, ძალადობაზე და თავდასხმის ნაწილში. მას როგორც დაზარალებულს და უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია იყოს ცნობილი. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის სიაში იყო და ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა სასამართლოში გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოესმინა”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.