საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2020 10:51
საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა. მთლიანობაში, ქვეყანაში COVID-19 უკვე დაამარცხა 1422 პაციენტმა.

კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.