ამირან გამყრელიძე - უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების სახლში, ბინაზე მკურნალობა მიღებული პრაქტიკაა და ამას აჭარიდან ვიწყებთ
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2020 13:54
ამირან გამყრელიძე - უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების სახლში, ბინაზე მკურნალობა მიღებული პრაქტიკაა და ამას აჭარიდან ვიწყებთ

უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების სახლში, ბინაზე მკურნალობა მიღებული პრაქტიკაა და ამას აჭარიდან ვიწყებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ტრენინგები კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც აღნიშნული პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება.

„განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების სახლში, ბინაზე მკურნალობა მიღებული პრაქტიკაა და ამას აჭარიდან ვიწყებთ. მემგონი, სულ მალე იქნება შესაძლებელი. ხვალ, ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ამასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდებათ და მალე დაიწყება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 126 აჭარის რეგიონზე მოდის.