12-წლიანი კომის შემდეგ ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2020 14:20
12-წლიანი კომის შემდეგ ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის დედა, მანანა გვასალია ავრცელებს.

„ამ დღის სულ მეშინოდა. ჯაბა აღარ მყავს. შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი. სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა. ჩემო ერთადერთო“,- წერს მანანა გვასალია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, ჯაბა 12 წლის წინ დააპატიმრეს და გულის შეტ​ევა ციხეში მოუვიდა, კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.

ამ დღის სულ მეშინოდა..... ჯაბა აღარ მყავს..... შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი........... სიცოცხლე შენს გამო მინდოდა..... ჯაბა .............ჩემო ერთადერთო.......

Posted by Jaba Bojgua Manana Gvasalia on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2020