გიორგი კეკელიძე - თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2020 14:48
გიორგი კეკელიძე - თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან - არაფერს ვამბობ პირველკლასელებზე - დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე. თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი. აბსურდია ანაც თავის მოტყუება იმის მტკიცება, თითქოს ციფრული ეპოქა ისედაც იძლეოდა ამგვარი მოდელის იმპულსს - ბარემ ათი წელია, რაც მეტ-ნაკლებად გამართული ონლაინ-პლატფორმები არსებობს და არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება. იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს. თქვენი მოსწავლეებმონატრებული მასწავლებელი", - წერს კეკელიძე.