კოჯორში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2020 16:04
კოჯორში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 900 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე საფეხმავლო და საავტომობილო გზა სრულად ამორტიზებული იყო. მოსახლეობას კი გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ.

სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით შპს „სუხომ“ შეასრულა.