ქუთაისში უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2020 17:49
ქუთაისში უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზების გადაყვანის დროს, დენის დაარტყმით ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა.

გავრცელენული ინფორმაციით, დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან. 

მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევას, რასაც მოყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.