სამ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2020 12:42
სამ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, სადარბაზოების რეაბილიტაცია სამ მისამართზე დასრულდა. სარემონტო სამუშაოები ტაბიძის ქ. №15-ში, თარხნიშვილის ქ. №3-ში და ვ. აბაშიძის ქ.№7-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 350 ლარი გამოიყო.