კასპში მკვლელობა მოხდა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2020 19:40
კასპში მკვლელობა მოხდა

კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

შუახნის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორ პირს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

პირველადი ვერსიით, მამაკაცებს შორის დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.