კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2020 21:06
კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კლინიკაში შემოყვანილია კაცი რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანება. გამჭოლი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში ჰქონდა მიღებული, საოპერაციო ჩარევა არ დასჭირდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ მორიგე ქირურგმა ვახტანგ ღცაბერიძემ განაცხადა.

დღეს მკვლელობა მოხდა კასპში. გრიშაშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 60 წელს გადაცილებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 45 წლამდე კაცი მოკლა, რომელიც მასთან მანქანის შესაღებად იყო მისული.

ასევე დაჭრილია კიდევ ერთი კაცი, რომელიც კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი.