საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2020 10:48
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც საერთო რაოდენობა 3502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში ახალი კორონავირუსი 1494-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.