აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ - მარინა ეზუგბაია
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2020 12:07
აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ - მარინა ეზუგბაია

აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება.

„ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, ეს სტაბილიზაციის მაჩვენებელია. ყველაზე ცხელ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ და იმედია, მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენ წერტილებს რაც შეეხება, არ არის დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას ხანმოკლე პერიოდიც ეყოფა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 128 აჭარას უკავშირდება.