მამუკა ხაზარაძე - გვინდა, ახალგაზრდებს პირველი ბინა, 40 კვადრატულიანი 50 პროცენტით დაუფინანსოს სახელმწიფომ
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2020 10:30
მამუკა ხაზარაძე - გვინდა, ახალგაზრდებს პირველი ბინა, 40 კვადრატულიანი 50 პროცენტით დაუფინანსოს სახელმწიფომ

გვინდა, ახალგაზრდებს პირველი ბინა, 40 კვადრატულიანი 50 პროცენტით დაუფინანსოს სახელმწიფომ, რომ მიეცეთ ოჯახის შექმნის საშუალება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სტიმულირება, მათთვის იმედის მიცემა და ცხოვრების გზაზე წარმატების მიღწევისთვის ფორმულების მიცემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ ხდება წლების განმავლობაში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა. ჩვენ გვინდა, რომ პირველი ბინა, 40 კვადრატულიანი 50 პროცენტით დაუფინანსოს სახელმწიფომ, რომ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება ოჯახის შექმნის, დამოუკიდებლად“, – განაცხადა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, წელიწადში 3000 წყვილისთვის ამგვარად ბინის შეძენაში ხელშეწყობისთვის 100 მილიონი არის საკმარისი.

„პანდემიის დროს, ჩვენმა მთავრობა, რომელსაც ბიუჯეტი ბოდიში და, მთლიანად გახეული აქვს, 150 მილიონი გამოყო და შერჩევითად დაურიგა დეველოპერებს. თქვე დალოცვილებო, ასი მილიონი იგივე დეველოპერებისთვის კონკურსის წესით მიგეცათ და გეთქვათ, დაამატეთ თქვენს შენობებზე მანსარდის ტიპის ორმოცკვადრატულიანი და ამას გადავცემთ ახალგაზრდა ოჯახებს – კიდევ ერთ იდეას ვაძლევ მთავრობას, რომელიც არ ითვალისწინებს და ბოლოს კვაზი რაღაცებს აკეთებს. ასი მილიონი მოგვცემს საშუალებას, რომ ყოველწლიურად შევქმნათ 3000 წყვილისთვის 40 კვადრატულიანი ბინის შეძენის საშუალება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.