ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის გამკაცრებას გეგმავს
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2020 12:05
ბრიტანეთის მთავრობა კარანტინის გამკაცრებას გეგმავს

ბრიტანეთის მთავრობამ COVID19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით საკარანტინო წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Reuters წერს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს პარლამენტს და ხალხს მიმართავს. ის საზოგადოებას კარანტინის ახალ წესებს გააცნობს.

გამოცემის ცნობით, ის ბრიტანელებს მოუწოდებს, რომ სახლიდან იმუშაონ, იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს.

კარანტინის ახალი წესები სარესტორნო ბიზნესსაც შეეხება. ახალი რეგულაციებით, ბრიტანეთში პაბები, ბარები და რესტორნები 22:00 საათზე დაიკეტება.

ჯონსონმა ასევე გააფრთხილა პარლამენტის დეპუტატები, თუ ისინი ახლა მხარს დაუჭერენ კარანტინის ახალ წესებს, მოგვიანებით მათ წესების კიდევ უფრო გამკაცრება არ მოუწევთ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 398 625 შემთხვევა გამოვლინდა, 41 788 ადამიანი კი გარდაიცვალა.