შინდისში, საგზაო სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2020 15:27
შინდისში, საგზაო სამუშაოები დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.

ამჯერად, შინდისში, დიდგორის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, 1500 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით შპს „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 105 000 ლარი გამოიყო.