„ჯორჯიან ეარვეისი“ 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2020 17:36
„ჯორჯიან ეარვეისი“ 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ბილეთის ღირებულება 199 ევრო იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, დანიშნულია დამატებით ჩარტერული რეისი, 27 სექტემბერს:

თბილისი 09:30 – ბერლინი 11:30
ბერლინი 12:20 – თბილისი 17:50

ერთი გზა – 199 ევრო.

აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება. ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის ინფორმაციაში.