მთაწმინდაზე წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2020 16:25
მთაწმინდაზე წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, არსენას ქ. N4-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელი ათწლეულებია არ შეცვლილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფილი