შოთა არველაძე - კორონავირუსი დამიდასტურდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, სიცრუეა
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2020 16:46
შოთა არველაძე - კორონავირუსი დამიდასტურდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, სიცრუეა

საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნეს:

"სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის", - წერს არველაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.