შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 24 / 09 / 2020 14:17
შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის კეთილმოწყობა გრძელდება

ტაბახმელაში N6 კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 

პროექტის ფარგლებში, 900 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყობა ბორდიური.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ახალმა საფარმა“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 500 ლარი გამოიყო.