კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2020 12:22
კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისს შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამასთან, კორონავირუსის ახალი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონის რვა კლინიკაში 486 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში – 812, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 300-მდე ინფიცირებული.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 48 ბავშვია, 16 კი – ორსული.

დღეს რეგიონში კოვიდსასტუმრო 39-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.