საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2020 10:57
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 -მდე შგაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.