ამირან გამყრელიძე: სლოგანი, „დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2020 13:12
ამირან გამყრელიძე: სლოგანი, „დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ

„დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში ინფექცია აქტიურად ცირკულირებს, ხანდაზმულები ამ ინფექციის მიმართ მოწყვლადი ჯგუფია.

„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეს აჭარაში კოვიდინფიცირების 175 შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.