რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2020 16:20
რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამჯერად, რჩეულიშვილის ქუჩა II ჩიხის №14-16-ში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კედელი მოეწყო. რკინა-ბეტონის კედელი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ მოინახულა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე პერმანენტულად ხდებოდა მიწის ჩამოშლა, რაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. საყრდენი კედლის მშენებლობით კი, თავიდან ავიცილეთ შემდგომში გრუნტის ჩამოშლის საშიშროება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 103 390 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „ბესკომ“ შეასრულა.