საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი
ამობეჭდვა · 29 / 09 / 2020 10:59
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც ინფიცირებულთაა რაოდენობა 5 866-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 2324 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.