პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
ამობეჭდვა · 29 / 09 / 2020 12:07
პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებული და  ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

ჟვანიას მოედანსა და პეკინის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ თარგში სანიტარიული ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 33 ძირი დაავადებული და ზეხმელი ფიჭვი მოიჭრება.

სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალური ტექნიკით კუნძების ჩაბურღვაც განხორციელდება და დაავადებული ხეების ნაცვლად, დიდტანოვანი მწვანე ნარგავები დაირგვება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens სახეობის მავნებელი მწერი, რომელმაც დაავადების ზრდა გამოიწვია. ზემოაღნიშნული მავნებელი მწერები, როგორც წესი, ფიჭვის ხეებს აზიანებენ და სხვა სახეობის წიწვოვანებზე არ ვრცელდებიან.

სანიტარიულ ჭრებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.