გაზსადენზე ავარიის გამო 14 ათასი აბონენტი გაითიშა
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2020 13:22
გაზსადენზე ავარიის გამო 14 ათასი აბონენტი გაითიშა

გაზსადენზე ავარიის გამო  გაითიშა 14 ათასი აბონენტი, - ამის შესახებ თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ზღვის უბნის დასახლების IV კვ-ში  საშუალო წნევის მიწისქვეშა დ-500 მმ-იან გაზსადენზე მოხდა ავარია.  მიმდინარეობს სასწრაფო  სალიკვიდაციო სამუშაოები რის გამოც 

გაზის მიწოდება შეუწყდება ზღვის უბნის დასახლების (თემქა ) IV მ/რ-ში ზღვის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების,  ზღვის უბნის დას. XI მ/რ, კვ, 1-ში მდებარე სტატისტიკის კორპუსს (ს/ს),  ზღვის უბნის დას. XI მ/რ, კვ. 2-სა და კვ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ზღვის უბნის  დას. III მ/რ-ში მდებარე 1, 2, 3, 4, 5 კვ-ის კორპუსების,  ლეკიშვილის-რომელაშვილის ქ. 19-ში ( ზღვის უბნის  დას. III მ/რ, კვ. 5, კორპ. 5ა-ს მიმდებარედ) მდებარე შპს ,,დეველო არტი”-ს, რამაზ შენგელიას (იგივე ალ. გობრონიძის ქ. 9) ქ. 9, დავით ნიშნიანიძის ქ. 11-ში ( ზღვის უბნის დას. III მ/რ, კვ. 5) მდებარე შპს ,,მეგობრობა”-ს, დავით ნიშნიანიძის ქ. 25-ში ( ზღვის უბნის დას. III მ/რ, კვ. 2, # 142-ე სკოლის მიმდებარედ) მდებარე შპს ,ასდო”-ს, დავით ნიშნიანიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ავჭალა-1 (მუხიანის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე) – ქუჯი ერისთავის, ლერი ლაგურაშვილის, მარკ ბრონშტეინის, საგუბარის, ლურჯქედის, ქობის, ღვალაძის, რეზო გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, შეშელიძის  მუხიანის I მ/რ-ში მდებარე კორპ. ,,ა”-სა და ,,ბ”-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ავჭალა-1-ის ტერიტორიაზე – გობრონიძის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება გობრონიძის ქ. 27-ში მდებარე შპს ,,MEDISON”-ს - მსხვილ კომერციულ ობიექტს, მუხიანის IV მ/რ-ში - წმ. მირიან მეფისა და ნანა დედოფლის სახ. ეკლესიას,  ავტოპროფილაქტიკას,  სარაჯიშვილის გამზ. 1-ში მდებარე სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს”, შემოსავლების სამსახურის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრს, სარაჯიშვილის გამზ. 1-ის მიმდებარედ – შპს ,,ხარება”-ს, თემქის დას. IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 4-ისა და 5-ის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, შეშელიძის ქ. 35ა-ში ი/მ ზაზა ერისტავს, სარაჯიშვილის გამზ. 1-ში მდებარე საცხ. კორპუსში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ზღვის უბნის დას. III მ/რ-ში – ი/მ ,,კობახიძეს (თონეს), ი/მ გედევანიშვილს (კვების ობიექტს), ი/მ ზურაბ კაკაბაძეს – მსხვილ კომერციულ ობიექტს,  საბანკეტო დარბაზს,    ზღვის უბანი – მუხიანის გზაზე გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის VI განყოფილებას, ი/მ ნოზაძეს, სს ,,ლიბერთი ბანკი”-ს ოფისს და სხვა.    

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 14:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 საათისთვის    თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის".