ტაბახმელაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2020 14:44
ტაბახმელაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება

ტაბახმელაში N8 კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 750 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიური.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, შპს „ახალი საფარი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 381 ლარი გამოიყოფა.