„ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საარჩევნო პროგრამას წარადგენს
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2020 10:38
„ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საარჩევნო პროგრამას წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას მმართველი გუნდის ლიდერები, საარჩევნო სიის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.

პროგრამაში დეტალურად იქნება საუბარი პარტიის ხედვასა და პრიორიტეტებზე. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მათი მთავარი გამოწვევაა, მსოფლიო პანდემიის ფონზე, მინიმალურ რისკებამდე დაიყვანონ ეკონომიკის რეცესია და სოციალური ფონის გაუარესება.

მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტად რჩება ადამიანთა ჯანმრთელობა და ეკონომიკის განვითარება. პარტიაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, ჰყავს გამოცდილი გუნდი, მათ შორის ახალი თანაგუნდელები, აქვს ძლიერი პროგრამა და ჰყავს მაჟორიტარობის ძლიერი კანდიდატები. გუნდში ასევე აღნიშნავენ, რომ ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის რომ საარჩევნო კამპანია თავისუფალ და პოზიტიურ გარემოში ჩატარდეს.