1:0 - საქართველომ ბელარუსს პირველი ტაიმი მოუგო
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2020 20:57
1:0 - საქართველომ ბელარუსს პირველი ტაიმი მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიო-ოფის ნახევარფინალური მატჩის პირველი ტაიმი გამარჯვებით დაასრულა. 

 "დინამო არენაზე"  მიმდინარე მატჩის მე-7 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტ პასს ბელარუსის საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილის წაქცევა მოჰყვა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც თავად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა და მეკარე უშანსოდ დატოვა.

საქართველო-ბელარუსის ეროვნული გუნდების თამაში "დინამო არენაზე" გულშემატკივრების დასწრების გარეშე მიმდინარეობს.