მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2020 12:58
მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობამ კი საგზაო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი. პარალელურად, დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 761 852 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, სადაც, წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო. უახლოეს მომავალში კი, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი
მოწესრიგდა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.