მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2020 13:08
მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, რუსთაველის გამზირი N18-ში ორ სადარბაზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, ეზოში შესასვლელი თაღიც გარემონტდა.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 724 ლარი გამოიყო.