კახა კალაძე - ოპოზიციამ პრემიერობის იმდენი კანდიდატი დაასახელა, თვლაში ავირიე
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2020 16:17
კახა კალაძე - ოპოზიციამ პრემიერობის იმდენი კანდიდატი დაასახელა, თვლაში ავირიე

ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის იმდენი კანდიდატი დაასახელა, თვლაში ავირიე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ლელოს“ მიერ მამუკა ხაზარაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას.

კალაძის შეფასებით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები არიან.

„ოპოზიციამ იმდენი კანდიდატი დაასახელა, თვლაში ავირიე. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ის არის ერთადერთი ძალა, ვისაც რელაურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელივანი პროექტი გაკეთდა, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ასეთი ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მისი ლიდერები და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.