უკრაინაში კარანტინი 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2020 18:45
უკრაინაში კარანტინი 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

უკრაინაში კარანტინი 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.

„ეს ნაბიჯი აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჯერჯერობით ეს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაზე ქმედითი მექანიზმია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა.

გარდა ამისა, შეიცვალა ადამიანთა მასობრივი შეკრების წესებიც. კერძოდ, მწვანე ზონაში ნებადართულია მასობრივი შეკრება არაუმეტეს 50 ადამიანის, „ყვითელ ზონაში“ - 30 ადამიანის, „ნარინჯისფერ ზონაში“ კი 20 ადამიანის მონაწილეობით.

ამასთან ერთად, კვლავ იმოქმედებს 1,5-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეჟიმი.