Survation-ის კვლევის თანახმად, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს
ამობეჭდვა · 13 / 10 / 2020 21:54
Survation-ის კვლევის თანახმად, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს:

ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) - 63%; ვაჟა ჩიტაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია) - 23%; ზურაბ ჩილინგარაშვილი (ევროპული საქართველო) - 11%; დავით გოგიჩაიშვილი (პატრიოტთა ალიანსი) - 3%

პასუხები კითხვაზე „დღეს რომ საპარლამეტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, ოლქში ხმები ასეა გადანაწილებული:

ქართული ოცნება - 57%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 19%; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 8%; ევროპული საქართველო - 6%; ლეიბორისტული პარტია - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 2%; ერთიანი საქართველო - 1%; და ლელო - 1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოიკითხა 1808 რესპონდენტი თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა: დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი - ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.