მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსთან სკვერის მოწყობა დასრულდა
ამობეჭდვა · 14 / 10 / 2020 17:20
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსთან სკვერის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 119 532 ლარი გაიხარჯა.

დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.