მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2020 13:14
მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე და ვერაზე, ლაპიაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლების მშენებლობა დაასრულა, რომელიც სავალ გზას გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში მსგავსი არაერთი პროექტი განხორციელდა და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 17 423 ლარი დაიხარჯა.