ნიკოლაძის ქუჩაზე სახლის გამაგრება დასრულდა
ამობეჭდვა · 15 / 10 / 2020 15:21
ნიკოლაძის ქუჩაზე სახლის გამაგრება დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე N1-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, შენობის კონსრტუქციულ ელემენტებს -საძირკველსა და მზიდ კედლებს არმირება და ბეტონირება ჩაუტარდა. ასევე, ფანჯრების ღიობები მოჩარჩოვდა და მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი მოეწყო.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 216 ლარი გამოიყო.