ჭონქაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2020 13:05
ჭონქაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

ჭონქაძის ქუჩა №18-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის 23 გრძივი მეტრის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე ფერდობი იშლებოდა და გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა აუცილებელი გახდა. აღნიშნული პროექტი სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს მიწის ჩამოშლისგან დაიცავს.

პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 96 109 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „ბესკომ“ შეასრულა.