არჩილ თალაკვაძე: ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება, იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2020 14:35
არჩილ თალაკვაძე: ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება, იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში

ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით, გურია მთლიანადაა ორიენტირებული მომავალზე, სავსეა ოპტიმიზმით. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ ვიხედებით და გვაინტერესებს, თუ რის გაკეთება შეგვიძლია მომავალში ერთად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გურიაში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას.

„მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში, სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა ქვეყანაში. პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ. ეს მშვიობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. ადამიანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ყველა სახელმწიფო სერვისი. ჩვენ შევქმენით ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც ადამიანის გარშემოა კონცენტრირებული ყველა სახელმწიფო სერვისი. პირველ რიგში, ესაა ჯანდაცვის სისტემა, რომელშიც უპრეცენდენტოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო. წლევანდელმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ამ სექტორში რეფორმების გატარებას. მინდა, სახელმწიფოს მყკიცე მხრდაჭერა და მადლობა გამოვუცხადო თითოეულ ექიმსა და ექთანს, რომელიც დღეს ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თაოსნობით, აკეთებს უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.