ვასილ ჩიგოგიძე: სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ყველგან თვალნათლივ ჩანს
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2020 15:30
ვასილ ჩიგოგიძე: სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ყველგან თვალნათლივ ჩანს

დავდივარ რა შეხვედრებზე, ყველგან თვალნათლივ ჩანს სახელისუფლებო და სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, - განაცხადა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ წარდგენისას, სიტყვით გამოსვლისას, ლანჩხუთში.

„ჩვიდმეტი წლის წინ გავხდი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, რომ ჩემი სიყვარული მათდამი ზრუნვაში გადამეტანა. მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა დრო იყო, ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას დაფინანსებულიყო სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების რესურსით ვახერხებდი ჩემი ხალხის პრობლემების მოგვარებას. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა. მჯერა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, უფრო მეტად გავუმკლავდები იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ჩვენს რეგიონში. ჩვენს მხარეს აქვს პოტენციალი გახდეს ეკონომიკურად უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად განათლებული, სოციალურად უფრო მეტად დაცული. მინდა, გავიხსენო ნოდარ დუმბაძის სიტყვები „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია“ და მე მართლაც ვხედავ ჩემი გურულების თვალებში, მათ იუმორში სიცოცხლის სიყვარულს და თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.