500 Startups - მა, საქართველოს ბანკმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს
ამობეჭდვა · 16 / 10 / 2020 15:57
500 Startups - მა, საქართველოს ბანკმა და  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში  წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups- საქართველოშია. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში  შერჩეულ 15 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად ემუშავათ. პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი, ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, აქედან 5 სტარტაპი აქსელერაციის ფინალისტია იყო, კიდევ ხუთს კი მიეცა შესაძლებლობაინვესტორების წინაშე  „დემო დღეზესაკუთარი იდეებით წარმდგარიყვნენ. ხუთმა ფინალისტმა პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით განაგრძო, დამატებით ინვესტიციას კი ფინალურ ეტაპზე ერთერთი გამარჯვებული მიიღებს.


 „მოხარული ვართ, რომ ჩვენი  ხელშეწყობით მსგავსი ტიპის გლობალური პროექტი ხორციელდება. მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან მუშაობის ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც &