საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 11:15
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  214 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

მთლიანობაში, ქვეყანაში  ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 128 არის.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 7 827-ს შეადგენს.