საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 11:19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, რიტაც ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა 128 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, გასული დღე-ღამის განმავლობაშიი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 7 827 არის.